საზოგადოება

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა

30.05.17 21:45


თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. აფგან მუხთარლი, ბოლოს 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა, ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს და მობილური გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. მისი ოჯახი და მეგობრები ეჭვობენ, რომ ის შესაძლოა აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს.

მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკითაა ცნობილი, ამის გამო ის იძულებული იყო 2015 წლიდან თბილისში ეცხოვრა.

გავრცელებული ინფორმაციით, მუხთარლის გაუჩნარებამდე რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც თბილისში მოქმედ „მიწისქვეშა“ აზერბაიჯანულ ოპოზიციას ეხებოდა. მათ შორის დასახელებული იყვნენ ცნობილი ქირურგი ფარმან ჯეირანოვი, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილე გაზალ ბაირამლი, ჟურნალისტი აფგან მუხტარლი.

ჯეირანოვი და ბაირამლი ცოტა ხნის წინ დააკავეს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები