საზოგადოება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

31.05.17 15:00


აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

“პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ძებნა იყო გამოცხადებული. უწყებაში ჟურნალისტის დაკარგვის შესახებ განცხადება მუხტარლის ოჯახის წევრის მხრიდან შევიდა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები