პოლიტიკა

სახალხო დამცველი სასამართლოს რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს

31.05.17 15:25


სახალხო დამცველი სასამართლოს რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს. ომბუდსმენის შეფასებით, განსაკუთრებით გაუმჭვირვალეა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები მოსამართლეებისა და სასამართლოების თავმჯდომარეების შერჩევა-დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებით.

„არსებობს პროცედურები, რომლითაც საბჭო მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს და განახორციელებს მის საქმიანობას. მეორე საკითხია საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ კუთხით არის პრეტენზიები საბჭოს საქმიანობის მიმართ და მესამე, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი,“-განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანმა ეკა ფოფხაძემ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები