პოლიტიკა

მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან - ხვიჩა წყაროზიას მამა სახელმწიფოს რეაგირებისკენ მოუწოდებს

31.05.17 16:40


რუსი ოკუპანტების მიერ 21 დღის წინ გატაცებული ხვიჩა წყაროზიას მამა სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. როგორც მან "ნიუპოსტს" განუცხადა, მისი შვილი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

წყაროზიას თქმით, მისი შვილი ოკუპირებული გალის იზოლატორში იმყოფება. გამოსასყიდის სახით კი 50 000 რუბლს მოითხოვენ. ოჯახი კი სოციალურად დაუცველია, ამიტომ თანხა არ გააჩნია.

გატაცებულია მამა ხელოსანია, ამიტომ ოკუპანტებმა მას შვილის თავისუფლების სანაცვლოდ გალში მდებარე რუდიკ ცატავას კუთვნილი სახლის საკუთარი სახსრებით გარემონტება მოსთხოვეს.

ხვიჩა წყაროზიას მამა დღეს ენგურის ხიდთან, იმყოფებოდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფების მორიგი შეხვედრისას მისი შვილის საკითხის დაყენება სთხოვა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები