პოლიტიკა

პრეზიდენტი ქაბულში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

31.05.17 20:25


ქაბულის დიპლომატიურ უბანში მომხდარ ტერქტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს:

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქაბულის დიპლომატიურ უბანში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ავღანელ ხალხსა და ხელისუფლებას."- ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

ავღანეთის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით დანაღმული ავტომობილი ქაბულში უცხო ქვეყნების საელჩოების და პრეზიდენტის სასახლის ახლოს აფეთქდა. ბოლო ცნობებით დაიღუპა 60-მდე ადამიანი დაშავებულთა რაოდენობა კი 300-ს აღწევს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები