პოლიტიკა
31.05.17 20:45
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ერთად, თბილისში, ვაზისუბანში, ზურაბ პატარიძის ქუჩის მიმდებარედ, პოლონეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელობის გამზირი გახსნა.
გიორგი ალიბეგაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, იოზეფ პილსუდსკის ღვაწლზე ისაუბრა და საქართველოსა და პოლონეთს შორის დიდი ხნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, თბილისში ერთ-ერთი გამზირისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭება საქართველოს მხრიდან პოლონეთის მიმართ პატივისცემისა და მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.
აღნიშნული გამზირისთვის იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 28 აპრილს იმსჯელა, დეპუტატებმა საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
იოზეფ პილსუდსკიმ (1867-1935) ანტისაბჭოთა მოღვაწეობით და საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლით გაითქვა სახელი.
საყოველთაოდ ცნობილია საქართველოს მიმართ მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება.
1918 წელს როგორც საქართველომ, ასევე, პოლონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს.
დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მიზნით, 1918 წლის შემოდგომაზე თბილისში პოლონეთ-საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო კავშირი დაარსდა. 1921 წლის იანვარში პოლონეთის მთავრობამ ცნო საქართველოს რესპუბლიკა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა, გასაბჭოების გამო, იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა, პილსუდსკიმ პოლონეთში დამკვიდრება შესთავაზა, თუმცა მათ საფრანგეთი არჩიეს.
პოლონეთის მთავრობა იოზეფ პილსუდსკის გარდაცვალებამდე (1935 წ.) გამოყოფდა ქართველების შენახვის ხარჯებს საფრანგეთში.
პილსუდსკის გამზირის გახსნის ცერემონიალს წარმომადგენლობითი ორგანოს სახელდებისა და კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24