პოლიტიკა

„ევროპულმა საქართველომ“ პლებისციტის ჩატარების თაობაზე 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვა

31.05.17 21:05


პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშრებით პლებისციტის ჩატარების მოთხონით 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. როგორც „ევროპუული საქართელოს“ თავმჯრომარემ დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეგროვებული ხელმოწერები ადასტურებს საზოგადოების დამოკიდებულებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძოდ, პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემასთან მიმართებით. პარტიის ლიდერის თქმით, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო საკონსტიტუციო ცვლილებების თემას, როგორც თქვენთვის ცნობილია ევროპული საქართველო გამოვიდა ინიციატივით ჩატარებულიყო პლებისციტი და გაგვეგო ხალხის აზრი, რას ფიქრობს ხალხი შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენი პარტიის წევრები იყვნენ მისული ძალიან ბევრ ოჯახში და შეგროვდა 100 ათასი ხელმოწერა პლებისციტის მხარდაჭერით. ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ 100 ათას ოჯახში, ჩვენ შევაგროვეთ 100 ათასი ხელმოწერა და მიგვაჩნია რომ სწორედ ეს 100 ათასი ხელმოწერა ასახავს ქართველი ხალხის აზრს და არა ის იმიტირებული პროცესი, რომელსაც დღეს მართავს „ქართული ოცნება“ დარბაზებში, საკუთარი აქტივისტების, გამგეობის თანამშრომლებით და ნათესავების მეშვეობით. ჩვენ ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას და როგორც კი პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტის შიგნით და როგორც კი განხილვები გაგრძელბდება პარლამენტში ჩვენ ამ 100 ათას ხელმოწერას და უფრო მეტსაც მივიტანთ პარლამენტში და შემდეგ იქნება „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი გააგრძელებენ ისინი ყველას აზრის იგნორირებას თუ დაემორჩილებიან ხალხის ნებას.

მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ქართულ ოცნებას, კონსტიტუცია არ არის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი, კონსტიტუცია არის საფუძველი მომავალი სტაბილურობის.

სტაბილურობას ჭირდება, რომ კონსტიტუციას ეთანხმებოდეს საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და მოქმედი ინსტიტუტები. დღევანდელ შემოთავაზებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგება ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა ინსტიტუტი, სახალხო დამცველი, არასამთავრობოები, პრეზიდენტი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამიტომ ამ კონსტიტუციის მიღება იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მომავალი სტაბილურობისთვის და კიდევ ერთხელ მივმართავ ქართულ ოცნებას ნუ გაიხდით საქმეს ისე, რომ ბოლოს სანანებელი გახდეს. დავეკითხოთ ხალხს, ჩავატაროთ პლებისციტი და რასაც გადაწყვეტს ხალხი დავემორჩილოთ ყველა პოლიტიკური პარტია. ეს არის ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან როდესაც ნათლად ჩანს, რომ ერთ მხარეს იმყოფება ქართული ოცნება და მეორე მხარეს იმყოფება მთელი დანარჩენი საზოგადოება"- განაცხადა ბაქრაძემ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები