მსოფლიო

აშშ-მ ვიზების გაცემის წესი გაამკაცრა

01.06.17 16:50


აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვიზების გაცემის წესები გაამკაცრა, - იუწყება სააგენტო „როიტერი“. სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წესები მოიცავს სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული სახელების მითითებას.

ასევე, აშშ-ის საკონსულოების თანამშრომლებს უფლება ექნებათ მოითხოვონ წინა პასპორტების ნომრები, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული გვერდების მითითება, ბოლო 15 წლის განმავლობაში აპლიკანტის დეტალური ბიოგრაფია, მათ შორის დასაქმების მონაცემები და მგზავრობების ისტორია.

სავიზო ანკეტაში აღნიშნული კითხვები მითითებულია როგორც არასავალდებულო, თუმცა მათი შეუვსებლობის შემთხვევაში, ვიზის გაცემა შეიძლება გაუჭინაურდეს ან ვიზის გაცემაზე უარი განაცხადონ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები