პოლიტიკა

საგარეო უწყება: საქართველო მიესალმება ტურისტებს იაპონიიდან

01.06.17 17:40


საქართველო მზადაა, იაპონიასთან ტურისტულ სფეროში ურთიერთობები განავითაროს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ოფიციალური ვიზიტის დროს.

ჯანელიძე იაპონიაში გუშინ გაემგზავრა. ვიზიტი იაპონიის ეროვნულ პრეს-ცენტრში ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრით დაიწყო. "დღეს საქართველო მზადაა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში თავისი წვლილი დიდი ეკონომიკური პოტენციალითა და საინტერესო პროექტების შეთავაზებით შეიტანოს. მოხარული ვიქნებით, თუ საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობა ტურისტულ სფეროშიც განვითარდება. ჩვენი ქვეყანა იაპონელ ტურისტებს სიამოვნებით მიიღებს. იაპონია შესანიშნავი ქვეყანაა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ქართველი ისურვებდა ეწვიოს მას", — განაცხადა ჯანელიძემ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ჯანელიძემ შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნაბუო კისისთან.

"წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნება და მოხარული ვარ, ამ საიუბილეო წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მივიღო", — განაცხადა იაპონელმა დიპლომატმა. მან აღნიშნა, რომ იაპონია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობებსა და ისეთ ფუნდამენტურ ფასეულობებს, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. "ვიმედოვნებ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს ბიზნეს-გარემო კარგი რეპუტაციით სარგებლობს საერთაშორისო თანამეგობრობაში და ქართულ-იაპონური კომპანიებისთვის ძალზე მიმზიდველია", — განაცხადა კისიმ. ტოკიოში ჯანელიძე ასევე ეწვია კომპანია Toshiba-ს, სადაც ქართულ დელეგაციას წარმოებული პროდუქცია გააცნეს. საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. იაპონია საქართველოს ეხმარება ეკონომიკის სფეროების, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები