პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართველ მორაგბეებს წარმატებას უსურვებს

01.06.17 18:50


საქართველოს პრემიერ-მინისტრი 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს ეხმაურება, რომელიც პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში 31 მაისიდან იმართება. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს არის ძალიან დიდი საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენა:
„საქართველოში რაგბი არის ნამდვილად ნაციონალური თამაში, ის გახდა ეროვნული ღირსების სიმბოლო და მინდა, ყველა მორაგბეს მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომ ჩვენს ქვეყანაში ტარდება ესოდენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჩემპიონატი. საქართველო მონაწილეობს ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიც არის - ინგლისი, ირლანდია, ავსტრალია, უელსი, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, არგენტინა, საფრანგეთი, შოტლანდია, სამოა და იტალია. ყველა არის მართლაც რაგბის ქვეყანა და ჩვენ ვართ ასეთი გუნდების რიგში. ეს არის ძალიან ბევრი მუშაობის შედეგი. საქართველოში უპრეცედენტო სამუშაო ჩატარდა რაგბის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. 11 სარაგბო ბაზა აშენდა და 21 სარაგბო სტადიონი. არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც უკვე წლების განმავლობაში, მთელი ათწლეულია, თანმიმდევრულად აფინანსებს სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნას.

მშენებლობის პროცესშია კიდევ ოთხი ბაზა. მინდა, პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებს ვუსურვო წარმატება და გავამხნევო პირველი დღის შემდეგ. მგონია, რომ მნიშვნელოვანია, მათი ფსიქოლოგიური მხნეობა იყოს მათი ტექნიკური და ფიზიკური მომზადების დონის შესაბამისი“, - აღნიშნა პრემიერმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები