პოლიტიკა

მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი 3 მოსამართლის კანდიდატურას დღეს შეარჩევს

01.06.17 19:20


მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი 3 მოსამართლის კანდიდატურას დღეს შეარჩევს.

მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე გადის საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის“ წარდგენის შესახებ.

იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

გასაუბრების შემდეგ სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრებმა თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასეს. ქულების დაჯამების შედეგად გამოვლინდა ხუთი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. მთავრობას წარედგინებიან: 1. ლადო ჭანტურია - 5; 2. სოფიო ჯაფარიძე - 4.69; 3. შოთა გეწაძე - 3.85; 4. თამარ ალანია - 3.77 და 5. ირაკლი დონდოლაძე - 3.69.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები