პოლიტიკა

გიორგი აბაშიშვილი და ანა დოლიძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან

01.06.17 20:40


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის თემა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, ამ დრომდე განვითარებული პროცესების შეჯამებაა. შეხვედრას 6 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება.

"დღევანდელი შეხვედრის მიზანია, ამ დრომდე განვითარებული პროცესების შეჯამება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან და არასამთავრობი სექტორისთვის არსებული მონაცემების გაცნობა. რაც შეეხება საყოველთაო-სახალხო განხილვებს, საია-ს ჰქონდა საკმაოდ კრიტიკული შეფასებები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, ვაპირებთ აქტიურად ჩავერთოთ საკომიტეტო განხილვებში",- განაცხადა საია-ს საპარლამენტო მდივანმა სოფიო ჭარელმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები