პოლიტიკა

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა სავალდებულო იქნება

01.06.17 20:50


ცვლილებები შედის „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იქნა განხილული.

პრემიერის განცხადებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა გახდება სავალდებულო, როგორც უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელისთვის, ასევე ყველა ავტომობილზე.

,,სავალდებულო იქნება საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაც. ეს მოთხოვნა იქნება აღსრულებული, რადგან ჩვენ ხშირად გვაქვს ინციდენტები, რომელსაც ზოგ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის, ზოგჯერ ჯანმრთელობისა თუ ქონების დანაკარგი მოჰყვება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რომ მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა გავრცელდეს არა მხოლოდ უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებზე, არამედ ყველა ავტომფლობელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მწვანე ბარათის სისტემაში საქართველოს გაწევრიანებისთვის და იმისათვის, რომ საქართველოში მოგზაურმა უცხოელებმა იგრძნონ თავი ქვეყანაში, სადაც ვრცელდება ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოებში მოქმედი წესები. მესამე პირთა მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ვალდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ დაზღვეული” - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები