საზოგადოება

საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ იზრდება

04.05.16 14:55


საქართველოს მიმდინარე წლის აპრილში 171 ათას 235 ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის აპრილი მაჩვენებლზე 20%-ით მეტია.

2016 წლის დასაწყისიდან საქართველოს 578 ათას 100 ტურისტი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია.


სულ საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში 1 მლნ 596 ათას 916 ადამიანი შეადგინა, რაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,4%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ვიზიტორთა შორის საქართველოს მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ. პირველ ადგილზეა თურქეთი — მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს თურქეთის 115 ათას 887 მოქალაქე ეწვია (ზრდა 12%). მეორე ადგილზეა აზერბაიჯანის მოქალაქეები — 105 ათას 695 ადამიანი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 17,6%-ით მეტია.
მესამე პოზიცია სომხეთის მოქალაქეებს უკავიათ. აპრილში საქართველოს სომხეთის 105 ათას 667 მოქალაქე ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8,7%-ით ჭარბობს.

რუსეთიდან საქართველოს აპრილის თვეში 74 ათას 187 ადამიანი ეწვია (ზრდა 26,7%).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 19


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები