პოლიტიკა

იაპონიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნა

02.06.17 14:35


ტოკიოში საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

სადღესასწაულო მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, იაპონიის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა მოტომე ტაკიზავამ და იაპონიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის გენერალურმა მდივანმა იასოტუში ნიშიმურამ.

მათ ხაზი გაუსვეს იაპონიასა და საქართველოს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. იაპონიის ვიცე-მინისტრმა მიულოცა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე, როგორც მან საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა საქართველო იაპონიის უმნიშვნელოვანესი მეგობარია და მასთან ერთად იზიარებს ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს როგორიც არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა. მისი თმით საქართველო-იაპონიის ურთიერთობები გასცდა პოლიტიკის სფეროს და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიც არის ეკონომიკა, ხალხთაშორისი კონტაქტები, კულტურა და ტურიზმი.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებით აღნიშნა იაპონიის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს განვითარებაში დამოუკიდებლობის აღდგენის საწყის ეტაპზე და მადლობა გადაუხდა იაპონიის მთავრობას და იაპონელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერისა და როგორც მატერიალური, ასევე ტექნიკური დახმარებისთვის. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ამ 25 წლის განმალობაში საქართველოსა-იაპონიას შორის ჩამოყალიბდა ბრწყინვალე თანამშრომლობა და დღეს არის შესაძლებელია ახალი ფურცელი გადაიშალოს ორმხრივ ურთიერთობაში.

სადღესასწაულო მიღებას ესწრებოდნენ იაპონიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, იაპონიის საქმიანი წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

მიღების ფარგლებში ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა იაპონიის მუსიკალურმა ჯგუფმა "იამაშიროგუმი", ასევე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ქ. ჰიროშიმას მერის კაზუი მაცუმის მისალოცი გზავნილი.

სადღესასწაულო მიღების ფარგლებში გაიმართა ქართული კულტურის და ქართული ანბანის ამსახველი ფოტო-გამოფენა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები