პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილსა და ლაშა თორდიას შორის შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს

02.06.17 15:40


ამ წუთებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს გიორგი აბაშიშვილთან ერთად გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას ხვდება.

როგორც „კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრა პირისპირ, დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. ლაშა თორდიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდება და სიტყვით მიმართავს.

შეხვედრა მედიისთვის ღია იქნება. დღევანდელ შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის საქმიანობის შესახებ იქნება საუბარი. საუბარი სავარაუდოდ, თორდია-ფარცხალაძის საქმესაც შეეხება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები