პოლიტიკა
02.06.17 16:15
არ შეიძლება კონსტიტუცია იყოს ასეთი გაუებარი, რადგან ეს იძლევა უზარმაზარ შესაძლებლობას უპასუხისმგებლო მმართველობის პირობებში, არაიდენტიფიცირებული შეიარაღებული ძალები გამოიყენონ ნებისმიერი მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომელიც ამ წუთებში უშიშროების საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიას ესწრება.
ხიდაშელის თქმით, შემოთავაზებულ მოდელს საკონსტიტუციო ცვლილებებისა, სამი მთავარი პრობლემა აქვს.
„პროექტს სამი მთავარი პრობლემა აქვს. პირველი ეს არის პროცესთან დაკავშირებული - მთელი ამ საჯარო დისკუსიების დროს უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე პრაქტიკულად საუბარი არ ყოფილა, არადა ფუნდამენტურად ითვლება უსაფრთხოების არქიტექტურა კონსტიტუციაში, რაც ძალიან სამწუხაროა. როგორც ჩანს, ხელისუფლება არ თვლის მნიშვნელოვნად ამ საკითხებს. შინაარსობრივად მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ჩნდება ცნება სხვა შეიარაღებული ძალებისა, რომელთან დაკავშირებითაც შემდეგ უკვე კონსტიტუციაში აღარაფერია ნათქვამი ანუ რეალურად, თუ ეს პროექტი იქნება მიღებული, ჩვენ მივიღებთ შეიარაღებულ ძალებს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით. არ ვიცით, ვინ არის მეთაური, რა სტატუსით ისარგებლებს, რა როლი ექნება ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში და ა. შ. ორი რამ შეიძლება გაგვახსენდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან ამასთან დაკავშირებით, ეს არის შინაგანი ჯარი ან მხედრიონი. ეს არის ძალიან ცუდი, არ შეიძლება და წარმოუდგენელია და მესამე პრობლემა, ეს არის გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ვერც თქვენ და ვერც სხვა ადამიანი ვერ მეტყვით შემოთავაზებულ მოდელში როგორ, ვის მიერ და რა ვითარებაში ხდება გადაწყვეტილების მიღება სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ. ერთსა და იმავე მუხლში წერია, რომ ეს უფლება აქვს პრემიერს, პრეზიდენტს და ხანდახან პარლამენტის თანხმობა სჭირდება და ხანდახან არ სჭირდება. არ შეიძლება კონსტიტუცია იყოს ასეთი გაუგებარი, რადგან ეს იძლევა უზარმაზარ შესაძლებლობას უპასუხისმგებლო მმართველობის პირობებში არაიდენტიფიცირებული შეიარაღებული ძალები გამოიყენონ ნებისმიერი მიზნით, რასაც უპასუხისმგებლო მმართველი ჩათვლის საჭიროდ”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24