პოლიტიკა

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს

02.06.17 16:25


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართაიაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოსმოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივებასა და იაპონიასა და საქართველოს შორის საინვესტიციოშეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მიმდინარე წლის, როგორც საქართველოსა დაიაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღის, 25 წლისთავის მნიშვნელობა. მინისტრების შეფასებით, ამ ხნის განმალობაში, ორი ქვეყნის მეგობრობა ეფუძნება ისეთ საერთო ფასეულობებს, როგორიც არის დემოკრატიული განვითარება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და საბაზრო ეკონომიკა.

იაპონიისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალში აქტიურადითანამშრომლონ საქართველო–იაპონიის ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასაყვანად, განსაკუთრებით ისეთსფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, ინოვაციები, მაღალი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ინვესტიციებისშესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე განაცხადა.

როგორც მინისტრებმა აღნიშნეს. ეს ახალშესაძლებლობებს მისცემს ორივე ქვეყანას, განავითარონ ბიზნეს და ეკონომიკური კავშირები და ასევე, ეს იქნება კარგისიგნალი იაპონური საქმიანი წრეებისთვის, დაინტერესდნენ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკურიშესაძლებლობებით. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას და ქვეყანაში არსებულ ლიბერალურბიზნესკლიმატს.

ფუმიო კიშიდას განცხადებით, იაპონია ასევე გაამარტივებს სავიზო მოთხოვნებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში არსებული უსაფრთხო გარემოსგათვალისწინებით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იაპონიის მოქალაქეებისათვის არსებულ ე.წ. “Travel adviser”-ში საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის შესახებ მონაცემი გაუმჯობესდება, რაცდამატებით შეუწყობს ხელს საქართველოში იაპონელი ტურისტების მოზიდვას.

მინისტრები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას ინოვაციების, მაღალიტექნოლოგიების სფეროში. საქართველომ გამოხატა დაინტერესება, ამ მხრივ, გაიზიაროს იაპონიის გამოცდილება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს საქართველოს, როგორცპოლიტიკური, ასევე, მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით აღინიშნასაქართველოში იაპონიის განვითარების სააგენტოს JICA-ს წარმატებული საქმიანობა. იაპონიის მხარემ გამოთქვამზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს აქტიური ჩართულობა საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებისგანხორციელებაში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იაპონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ. იაპონიის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულიმთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

შეხვედრაზე, ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო ფორმატებში საქართველო–იაპონიის წარმატებულითანამშრომლობა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, იმუშაონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტებისგაცვლაზე, მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები