პოლიტიკა

„კახი კალაძეს თავადაც აქვს სურვილი, იყოს მერობის კანდიდატი“ - გრიგოლ ლილუაშვილი

02.06.17 16:40


კახა კალაძის მერობის კანდიდატობასთან დაკავშრებით პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ კალაძეს სურვილი აქვს იყოს დედაქალაქის მერი. ლილუაშვილის თქმით, თემაზე პარტია უნდა შეჯერდეს:

„ეს გუნდში შესათანხმებელი საკითხია. როგორც ვიცი, კახი კალაძეს თავადაც აქვს სურვილი, იყოს მერობის კანდიდატი და პირიქით, ამას მივესალმებით, რადგან ვთვლით, რომ კახი ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია და ის თავისი გამოცდილებით, წესიერებითა და იმიჯით შეძლებს, თავისუფლად გაუძღვეს მეტად დიდ, საპასუხისმგებლო თემას, რასაც თბილისის მერობა ჰქვია“, - განაცხადა ლილუაშვილმა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები