ეკონომიკა
02.06.17 17:00
ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით რეისებს რვა ახალი ავიაკომპანია განახორციელებს, ნათქვამია კომპანია TAV Georgia-ს განცხადებაში.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მიიღებს ახალ რეისებს კიევიდან, მოსკოვიდან, ჩერეპოვეციდან, სანქტ-პეტერბურგიდან, დუბაიდან, ბეირუთიდან და თეირანიდან. კიდევ ერთი რეისი, ვარშავის მიმართულებით, ლიტვის ჩარტერული ავიაკომპანია Small Planet Airlines-მა შეასრულა. რეისი ვარშავა-ბათუმი-ვარშავა ყოველ კვირა დღეს შესრულდება.
განრიგის მიხედვით, რუსული კომპანია Nordstar Airlines-ი მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას 2 ივნისიდან ორშაბათობით, ოთხშაბათობით და პარასკეობით გეგმავს.
ჩერეპოვეც-ბათუმი-ჩერეპოვეცის მიმართულებით რეისების შესრულებას რუსული კომპანია Severstal-ი 3 ივნისიდან შაბათობით დაიწყებს.
კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Nordavia რეისებს მარშრუტით სანქტ-პეტერბურგი — ბათუმი — სანქტ-პეტერბურგი 7 ივნისიდან შაბათობით შეასრულებს. 14 ივნისიდან კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით ოთხშაბათობით და შაბათობით უკრაინული ავიაკომპანია Anda Air-ი იფრენს. 21 ივნისიდან ირანული ავიაკომპანია Aseman Airlines-ის თვითმფრინავები ოთხშაბათობით თეირანი-ბათუმი-თეირანის მიმართულებით დაიწყებენ ფრენებს. 22 ივნისიდან დუბაი-ბათუმი-დუბაის მარშრუტით ავიაკომპანია Fly Dubai-ს თვითმფრინავები სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათობით იფრენენ. ავიაკომპანია Wings of Lebanon-ი ბეირუთი-ბათუმი-ბეირუთის მიმართულებით რეისებს ოთხშაბათობით და კვირაობით 25 ივნისიდან შეასრულებს. გარდა ამისა, ბათუმში ხორციელდება ავიარეისები ისრაელიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან და არაბთა გაერთანებული საამიროებიდან.
სულ ბათუმის მიმართულებით ზაფხულის სეზონის განმავლობაში 23 ავიაკომპანიის თვითმფრინავი იფრენს.
TAV Georgia წარმოადგენს კომპანია TAV Airport Holdings-ის შვილობილ კომპანიას. ის საქართველოში 2005 წელს გამოჩნდა და მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, ქვეყანაში თავის საქმიანობას 2027 წლამდე გააგრძელებს. 2005 წლის 1 ნოემბრიდან მის მართვაში გადავიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ხოლო 2007 წლიდან 20 წლის ვადით — ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. ბოლო წლებში საქართველოში დინამიურად ვითარდება ტურიზმის სფერო — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი ვიზიტორების რიცხვი. ტურისტების ძირითადი ნაკადი ზაფხულის სეზონზე ზღვისპირეთზე მოდის. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი ბათუმია. 2016 წელს საქართველოს 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია. მათგან 1,4 მილიონი აჭარაში იყო ჩასული. 2016 წელს აჭარის რეგიონს დასასვენებლად ძირითადად ირჩევდნენ თურქეთის, რუსეთის, უკრაინის, ისრაელისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები. ნიშანდობლივად გაიზარდა ტურისტების რიცხვი ირანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24