პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი - დღეს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშაა

02.06.17 17:45


დღეს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ისიც და სხვა მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსებიც კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში არიან თუნდაც იმ ფაქტებთან მიმართებაში, რომლებიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს და გენერალურ აუდიტორზე თავდასხმას უკავშირდება.

"კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში ვართ, რომ საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი გამოსწორდეს და ის ბრალდებები, რომელიც გაისმა ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, იყოს ადეკვატურად პასუხგაცემული. კრიზისის მენეჯმენტი იყო, როდესაც ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირზე მოხდა თავდასხმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია მოგვაწოდა გენერალურმა აუდიტორმა. აქაც კრიზის მენეჯმენტის რეჟიმში ვართ. თუ ეს კრიზისები დროზე არ იქნება პასუხგაცემული, მაშინ კითხვის ნიშანი დაისმება ძალიან ბევრი საკითხის ირგვლივ",- განაცხადა პრეზიდენტმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები