ეკონომიკა

„შეჭირვებულმა მოსახლეობამ, შეიძლება სწორი ანალიზი ვერ გააკეთოს და ხელისუფლების ბრალეულობად ჩათვალოს ის, რაც ხდება“

09.06.16 19:20


დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც დაინერგა ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ და ახლოსაა ევროპულთან, სჭირდება გაღრმავება – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ვითარების პარალელურად, ეკონომიკა ძალიან განსხვავდება ევროპული ეკონომიკისგან. მისივე თქმით, ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქტით 6-ჯერ და უფრო მეტჯერ ჩამოვრჩებით განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს. ექსპრემიერი მიიჩნევს,რომ ასეთი ტიპის დემოკრატია შეიცავს გარკვეულ ხიფათსაც, რადგან შეჭირვებულმა მოსახლეობამ, შეიძლება სწორი ანალიზი ვერ გააკეთოს და ხელისუფლების ბრალეულობად ჩათვალოს ის რაც ხდება.

„ჩვენ უნდა გავიგოთ და კარგად ვისწავლოთ ჩვენი უფლებები და ასევე გავიაზროთ ჩვენი მოვალეობები. თუ ვერ მოვახერხებთ იმ მინიმალური მოვალეობის შესრულებას რაც მოქალაქეს აკისრია, მივიღებთ ბევრ გაუგებრობას. ჩვენ საოცარი გარდატეხა მოვახდინეთ 4 წლის განმავლობაში, ის რომ დიქტატურისკენ მიმავალი ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე გადავსვით, არ იყო მარტივი. ამას დაჟინებული შრომა სჭირდებოდა. ეს ხელიდან არ უნდა გავუშვათ, მითუმეტეს დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც დაინერგა ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ და ახლოსაა ევროპულთან, სჭირდება გაღრმავება. ამ დროს ეკონომიკა ძალიან განსხვავდება ევროპული ეკონომიკისგან, ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქტით 6-ჯერ და უფრო მეტჯერ ჩამოვრჩებით განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს. ამ დროს ასეთი ტიპის დემოკრატია შეიცავს გარკვეულ ხიფათსაც, რომ შეჭირვებულმა მოსახლეობამ, რომელიც საკმაოდ გვყავს ჩვენს ქვეყანაში, შეიძლება სწორი ანალიზი ვერ გააკეთოს და ხელისუფლების ბრალეულობად ჩათვალოს ის რაც ხდება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, 25 წელი მოჯადოებულ წრეზე დავდივართ და ეს წრე 2012 წლის არჩევნებზე გაიხსნა.

ექსპრემიერი ფიქრობს,რომ საქართველოში ყველაფერი მორგებულია ადამიანის უფლებებზე, თუმცა პარალელურად ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი ძირეული უფლება, იშოვოს ღისეული სამუშაო ადგილი.

„ეს გაჭირვება არის. 3-4 წელიწადში ამას ვერ მოვერეოდით და ვერც მოვერიეთ, თუმცა ტენდენცია კარგია და აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ ამ გამარჯვებას 10-15 წელიწადი დასჭირდება თუ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და გამჭვირვალე ხელისუფლება. ამ ყოველივეს კი, მისი აზრით, სწორი არჩევნები სჭირდება, რომელიც საზოგადოებამ უნდა ჩაატაროს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 694


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები