საზოგადოება

მასწავლებლები გამოცდებს ივლისში ჩააბარებენ

03.06.17 15:45


საქართველოს გამოცდების და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა პედაგოგების გამოცდების განრიგი, რომლებიც მათ ამა თუ იმ საგანში თავისი კომპეტენციის დასადასტურებლად უნდა ჩააბარონ.

გამოცდებს საგანში და ასევე პროფესიულ უნარებში ჩააბარებენ არა მხოლოდ მოქმედი პედაგოგები, არამედ ისინიც, ვისაც სურს, მასწავლებელი გახდეს.

3 ივლისი:

• ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV); • ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI); • ბუნებისმეტყველება (I-VI). 14 ივლისი: • მათემატიკა (I-VI); • ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII); • სამოქალაქო განათლება; • ფიზიკა. 18 ივლისი: • პროფესიული უნარები. 19 ივლისი:

• პროფესიული უნარები.

20 ივლისი: • მათემატიკა (VII-XII); • ისტორია; • ბიოლოგია; • გეოგრაფია. 21 ივლისი: • ინგლისური ენა — წერითი ნაწილი; • რუსული ენა — წერითი ნაწილი; • გერმანული ენა — წერითი ნაწილი; • ფრანგული ენა — წერითი ნაწილი; • ქართული, როგორც მეორე ენა — წერითი ნაწილი; • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები — წერითი ნაწილი.

22 ივლისი:

• ინგლისური ენა — პრაქტიკული ნაწილი; • რუსული ენა — პრაქტიკული ნაწილი; • გერმანული ენა — პრაქტიკული ნაწილი; • ფრანგული ენა — პრაქტიკული ნაწილი; • ქართული, როგორც მეორე ენა — პრაქტიკული ნაწილი. 23 ივლისი: • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები — პრაქტიკული ნაწილი. 24 ივლისი: • ქიმია; • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; • სპორტი; • მუსიკა. გასულ წელს გამოცდების ჩაბარება პროფილურ საგნებში მხოლოდ პედაგოგების 20%-მა შეძლო. 17 ათასზე მეტი მასწავლებლიდან კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა მხოლოდ 3,4 ათასმა მოახერხა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები