პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი: საზოგადოება არ მიიღებს ერთპარტიულ კონსტიტუციას

03.06.17 15:55


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ერთპარტიულ კონსტიტუციას არ მიიღებს.

„თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იყო მიდგომა, რომ არავის აზრის მოსმენა არ არის საჭირო, მაშინ რისთვის დაიხარჯა ოთხი თვე? პარლამენტმა განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ უკვე იწყება პირველი და მეორე მოსმენა ფორსირებულად და ვენეციის კომისია, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო დეკლარირებული, როგორც პრიორიტეტული ორგანო, რომელმაც ამ თვალსაზრისით რეკომენდაციები უნდა მოგვცეს, ფაქტობრივად, კალენდარულადაც არ ჩანს, როგორ უნდა მოხდეს ვენეციის კომისიის შეჯამებების გააზრება.

იმედი მაქვს, მოხდება იმის გაგება, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური კონსენსუსი იქნას მიღწეული ამ თვალსაზრისით და ჩვენ უნდა მივიდეთ საერთო შეთანხმებამდე.

თუ ასეთი იყო მიდგომა, რომ არავის აზრის მოსმენა არ არის საჭირო, არც ექსპერტის, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არავის მხარდაჭერა არ სჭირდება ამ დოკუმენტს, მაშინ ეს 4 თვე რისთვის იყო დახარჯული? საზოგადოება არ მიიღებს ერთპარტიულ კონსტიტუციას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები