პოლიტიკა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დირექტორმა იზორიას წერილი გამოუგზავნა

03.06.17 16:05


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დირექტორმა ეთან კორბინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს წერილი გამოუგზავნა, რომელსაც ნიუპოსტი უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო ბატონო იზორია, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, რაიმონდ კნოფსის სახელით, მსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო შაბათს, 27 მაისს, თბილისში გამართული საზაფხულო სესიის ფარგლებში, კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისათვის.

საკომიტეტო მოსმენამ, რომელშიც თქვენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად მონაწილეობდით, ბრწყინვალედ ჩაიარა. თქვენ საქართველოსა და რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეთ და მათ მიმართ თქვენი სახელმწიფოს საპასუხო ზომები წარმოადგინეთ. ჩვენმა დელეგატებმა უდიდესი სიამოვნებით მოისმინეს თქვენი ყოვლისმომცველი პრეზენტაცია, რომლის მნიშვნელობას შემდგომმა დისკუსიამ კიდევ უფრო გაუსვა ხაზი. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია ნატოს წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს განსახილველად აუცილებლად დაუბრუნდება, რათა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და კერძოდ, ნატოს წევრი ქვეყნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემები წინ წამოიწიოს.

როგორც საკომიტეტო მოსმენების, ისე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის კვირეულის განმავლობაში, ცხადი იყო ასამბლეის მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევისადმი - კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებას. ამ გზის გასავლელად ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.

ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან შეხვედრა. მადლობელი ვარ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტთან თქვენი შეხვედრისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. თქვენმა წვლილმა მნიშვნელოვნად განაპირობა ასამბლეის წარმატებით ჩატარება. ველით თქვენს ასამბლეის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობას.

გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს თქვენი ერის სამსახურში. პატივისცემით, ეთან კორბინი თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დირექტორი“.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები