საზოგადოება

სხალთისა და ღორჯომის ხეობას 11 წესით აღჭურვილი ახალი სასწრაფო დახმარების მანქანები გადაეცა

03.06.17 17:15


ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციების ფარგლებში სხალთისა და ღორჯომის ხეობებს ეწვია, სადაც აჭარის მთავრობის, დეპუტატების და ხულოს მუნიციპალიტეტის წევრებთან ერთად ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ორი ახალი ავტომანქანა, ტოიოტა „ლენდ კრუიზერი LC-78“ გადასცა. რეგიონის ხელმძღვანელი სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა და არსებულ სამუშაო პირობებს გაეცნო. ზურაბ პატარაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, ახალი სასწრაფო დახმარების ავტომანქანები მიულოცა და მაღალმთიან რეგიონში დაწყებული თუ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრა. მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა მთავრობის თავმჯდომარეს. მათ აღნიშნეს, რომ ახალი სასწრაფო მანქანები მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურებას ხეობის სოფლებში.

ახალი ტექნიკა ღორჯომისა და სხალთის თემის მოსახლეობას მოემსახურება. ავტომანქანები მაღალმთიანი აჭარის რელიეფურ და კლიმატურ პირობებზეა გათვლილი. მაღალი გამავლობის, კომფორტული ავტომანქანები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, რომელიც სრულყოფილად უზრუნველყოფს პირველადი-გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროულ აღმოჩენას.

ავტომანქანების შესაძენად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 272 000 ლარი გამოიყო. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, აჭარაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლება 2014 წელს დაიწყო. 11 სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანა რაიონულ ცენტრებში განაწილდა. ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონულ ფილიალებს ორ-ორი ავტომობილი, ხოლო ქობულეთის რაიონულ ცენტრს 3 საშუალო და 2 მაღალი გამავლობის სპეცმანქანა გადაეცა. ასევე, ადგილობრივმა მუნიციპალიეტეტმა ქედის რაიონულ ცენტრს ადმინისტრაციული შენობა სარგებლობაში გადასცა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები