პოლიტიკა

ალექსანდრე ჯეჯელავა - ნათლად გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებით

03.06.17 17:55


ხარისხიანი პედაგოგების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი სწავლება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კონფერენციის ”სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები” დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, კვლევის შედეგებში, რომელიც ჩატარდა სასკოლო განათლების კუთხით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია გამოკვეთილი. მინისტრის თქმით, ორდღიან კონფერენციაზე საუბარი იქნება შესაბამის გადაწყვეტილებებზე.

”გადაწყვეტილების საფუძველი უნდა იყოს დიაგნოზი, ანუ ის, თუ რა იწვევს პრობლემას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა, მაგრამ მე ხაზს გავუსვამდი სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის მოსწავლეების შედეგიანობაში ძალიან დიდ განსხვავებას. ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებით. ხარისხიანი პედაგოგების გარეშე შეუძლიებელია ხარისხიანი სწავლება. რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურის საკითხები და სხვა”, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

მისივე თქმით, მეორე უმთავრესი პრობლემა რაც გამოიკვეთა, ეს არის ეთნიკური უმცირესობების სკოლებში არსებული შედეგი.

”ეთნიკური უმცირესობების სკოლებში კიდევ უფრო დაბალი შედეგიანობაა, ვიდრე სოფლის სკოლებში. ეს ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ყურადღება ერთიორად უნდა გაიზარდოს.

აქ საუბარია სახელმძღვანელოებზე, პედაგოგებზეც, რადგან ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ფაქტიურად პედაგოგების კორპუსი არ შეცვლილა 20-25 წლის განმავლობაში და ეს პერიოდული პრობლემაა”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები