საზოგადოება

ილია მეორე: გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ხშირად მიიღოთ წმინდა ზიარება

05.06.17 15:00


მართლმადიდებლური ეკლესია დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღესრულა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორე სადღესასწაულო წირვა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, იუწყება ტელეკომპანია "იმედი".

საქართველოს პატრიარქმა სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის შემდეგ ქადაგებისას მრევლს მისცა კურთხევა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს დახმარება დღეში რამდენიმეჯერ სთხოვოს.

„მოგეხსენებათ თქვენ, რამდენად რთულია დღევანდელი დღე მთელ მსოფლიოში, რაღაც არაჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენები, ასევე ადამიანთა და სახელმწიფოთაშორის დაპირისპირებებია, ასევე, დაპირისპირებაა საქართველოში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა, ჩვენი ვედრება. მეტი სულიერება გვჭირდება. ჩვენ როცა გვიჭირდა, ვლოცულობდით “მოწყალებისა კარი განგვიღენ”, ახლაც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეში რამდენიმეჯერ ვთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას დახმარება, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ხშირად მიიღოთ წმინდა ზიარება, ეს ძალას მოგცემთ,”- განაცხადა პატრიარქმა. სულთმოფენობის დღესასწაულზე მრევლი ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდის. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები