საზოგადოება

მაღალი ტემპერატურა და წვიმა ელჭექით - როგორი ამინდია უახლოეს დღეებში

05.06.17 17:25


გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 - 6 ივნისს მაღალი ტემპერატური ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოში +27, +32 გრადუსი იქნება. 7 – 11 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

ჰაერის ტემპერატურა 7 – 9 ივნისს დასავლეთ საქართველოში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 10 -11 ივნისს 2 – 4 გრადუსით დაიკლებს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები