საზოგადოება

კახეთში 200 კილომეტრამდე გზის მოდერნიზებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება

05.06.17 18:30


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, თბილისი-ბაკურციხე-წნორი-ლაგოდეხის და თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის საავტომობილო გზების მიმართულებით საპროექტო სამუშაოებს იწყებს.

საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და (ერთობლივი საწარმო) JV AECOM & ILF-ის წარმომადგენლებმა ფიელ შატო ლორტიმ და სტეფან მორნმა მოაწერეს ხელი.

კომპანია JV AECOM & ILF თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის 120 კილომეტრიანი საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციასა და თბილისი-საგარეჯოს და საგარეჯო-ბაკურციხის 80კილომეტრიანი საავტომობილო გზის განახლებისთვის დეტალურ საპორექტო დოკუმენტაციას მოამზადებს.

საპროექტო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 2 514 704 ევრო და 3 124 683 ლარს შეადგენს. პროექტირების ვადა 2017 – 2018 წლებია და ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში უნდა დასრულდეს. საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები