საზოგადოება

ფაჩულია NBA-ს ჩემპიონობიდან ორ ნაბიჯზეა

05.06.17 20:10


საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ცენტრის მოთამაშემ ზაზა ფაჩულიამ თავისი კლუბის შემადგენლობაში NBA-ს ფლეი-ოფის ფინალურ სერიაში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

„კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ მატჩში ფაჩულია სასტარტო ხუთეულში გავიდა და საერთო ჯამში მოედანზე 12 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა ორ ქულა მოიპოვა და ორი მოხსნა გააკეთა.

რაც შეეხება თავად თამაშს, ის „უორიორზის“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა — 132:113.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდნენ კევინ დიურანტი, რომლის აქტივში 33 ქულა და 13 მოხსნაა და სტეფან კარი, რომელმაც ტრიპლ-დაბლი გაიფორმა — 32 ქულა, 11 გადაცემა და 10 მოხსნა.

სერიის მესამე მატჩს მოწინააღმდეგეები კლივლენდში 7 ივნისს გამართავენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები