საზოგადოება

გზისა და წყლის გარეშე დარჩენილი წალენჯიხის სოფლები - მოსახლეობა საბოტაჟით იმუქრება

05.06.17 20:55


ამ წუთებში წალენჯიხის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც "ნიუპოსტის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სოფლების საჩინოსა და მედანის მოსახლეობა ცენტრთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციას ითხოვს.

ადგილობრივები წყლის პრობლემაზეც ამახვილებენ ყურადღებას და მხარის გამგებელს პრობლემების მოგვარებისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ.

მათი თქმით, თუ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება არ დაიწყება ისინი გზების გადაკეტვითა სოფელში სასწავლო პროცესის ჩაშლით იმუქრებიან.

აქციის მონაწილეებს გამგებელი ბესიკ ფარცვანია შეხვდა, რომელიც აცხადებს, რომ საჩინოს გზის რეაბილიტაციის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდში განხილვის პროცესშია და ამ პროცესს დაახლოებით,1 თვე დასჭირდება, მედანის წყლის პრობლემას კი ერთ კვირაში შეისწავლის.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები