მსოფლიო

ორლანდოში სროლის შედეგად 5 ადამიანია დაღუპული

06.06.17 15:15


“ბი ბი სის“ ინფორმაციით, ფლორიდის ქალაქი ორლანდოში დღეს მომხდარი სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. პოლიცია ჯერჯერობით დაღუპულთა რაოდენობას ოფიციალურად არ ასახელებს. სროლა ქალაქის შემოგარენში, ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელთან მოხდა.

თავდასხმის მოტივები უცნობია, პოლიცია აცხადებს, რომ ადგილზე მდგომარეობას აკონტროლებს.

ორლანდოს გეი-კლუბზე ერთი წლის წინ მომხდარი თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები