საზოგადოება

საქართველოში დღეს 32-34 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი

06.06.17 15:25


საქართველოს დაბლობსა და ბარში დღეს 32-34 გრადუსია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დღეს საღამოდან 6 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კერძოდ, ქალაქ ფოთთან, ზემო იმერეთში და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 20-25 მეტრი იქნება.

6 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +29;+34 გრადუსია მოსალოდნელი, სანაპირო რაიონებში +20,+25 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27;+32 გრადუსი, დედაქალაქში +31 გრადუსი.

მაღალი ტემპერატურის ფონზე დღის მეორენახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალონელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები