საზოგადოება

პატიმარი მსახიობები: შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს ვადა შეუმცირეს

06.06.17 15:45


საქართველოს პროკურატურამ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო გარიგება გააფორმა და ნარკოდანაშაულისთვის სასჯელის ვადა შეუმცირა, განუცხადა „Sputnik საქართველოს" შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ.

როსტოშვილს მიმდინარე წლის მარტში პატიმრობის 8 წელი მიესაჯა, მას ვადა 3 წლამდე შეუმცირდა. კურტანიძეს ციხეში 5 წელი უნდა გაეტარებინა, მაგრამ ის პატიმრობაში 1 წელი დარჩება. „რესურსების დაზოგვისა და სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები საპროცესო გარიგებაზე შეთანხმდნენ, რომელიც სააპელაციო ინსტანციაში გაფორმდა", — განაცხადა სალაყაიამ.

გარდა ამისა, როსტოშვილმა და კურტანიძემ სახელმწიფოს სასარგებლოდ 40000 ლარი უნდა გადაიხადონ. რეალური ვადის გარდა, კურტანიძეს ასევე პირობითი სასჯელი 3 წლის ვადით, ხოლო როსტოშვილს — 4 წლის ვადით მიესაჯა.

როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის მაისში დააკავეს, როდესაც მანქანაში, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, 42 გრამი ფხვნილი და კრისტალები და ნარკოტიკული ნივთიერება MDMA-ს შემცველი 136 აბი აღმოაჩინეს. ნარკოტიკების ნაწილი (0,08 გრამზე მეტი) პოლიციამ კურტანიძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისას აღმოაჩინა. ლევან როსტოშვილი, რომელიც ქართულ შოუ-ბიზნესში ცნობილია, როგორც „როსტო", ადრე "ნანუკას შოუს" თანაწამყვანი იყო, როდესაც გადაცემა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გადიოდა. ლაშა კურტანიძე პოპულარულ ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები" მონაწილეობდა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ზე გადის.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები