საზოგადოება

ნადირობაზე კონტროლი მკაცრდება

06.06.17 15:55


გარემოს დაცვის სამინისტრო კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ნადირობაზე კონტროლი გამკაცრდება. მონადირეებს ნადირობის უფლების დასაკმაყოფილებლად რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევთ, მათ შორის სანადიროდ შერჩეული ტერიტორიების მესაკუთრეებისგან შესაბამისი ნებართვის აღებაც არის.

კანონპროექტი ხელისუფლებამ გასულ წელს წარადგინა, იგი ძალაში 2019 წლის პირველი მარტიდან უნდა შესულიყო. მონადირეთ პროტესტის გამო კანონპროექტი პარლამენტში არ შესულა. გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონპროექტის ძველ ვერსიაზე უარი თქვეს და ახალ დოკუმენტზე მუშაობენ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები