საზოგადოება

საქართველოში აბიტურიენტებს სიახლეები ელოდებათ

04.05.16 15:15


წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული აბიტურიენტის მაგიდა პირველად იქნება აღჭურვილი კომპიუტერით, აღნიშნულია საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დავალებებს აბიტურიენტები კომპიუტერის საშუალებით გაეცნობიან, მაგრამ პასუხების გაცემა წერილობითი სახით მოუწევთ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლისთვის 41,5 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 44 ათასზე მეტი ადგილია.

აბიტურიენტებს სამი სავალდებულო საგნის — ქართული ენის, უცხო ენისა და ზოგადო უნარების გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. მეოთხე საგანი, ფაკულტეტის მიხედვით, არჩევითია.

მეოთხე საგნის შეცვლა აბიტურიენტებს 1 ივნისამდე შეუძლიათ.
წელს სიახლეა ის, რომ ტესტები ზოგად უნარებში აფხაზურ და ოსურ ენებზე იქნება თარგმნილი.

გარდა ამისა, საგამოცდო ბარათის (საშვი) მიღება ამიერიდან, გამოცდებისა და შეფასებების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე დარეგისტრირებით, ინტერნეტის საშუალებით იქნება შესაძლებელი. მანამდე ეს ბარათები მხოლოდ ცენტრში გაიცემოდა.

აბიტურიენტები, რომლებიც გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ, უფასო სწავლებისთვის გრანტს მიიღებენ. სახელმწიფო ასევე ნაწილობრივ (50% და 70%) დააფინანსებს მათ სწავლებას, ვინც მაღალი, მაგრამ არა მაქსიმალური ქულები მიიღო.
ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა საქართველოში 2005 წელს დაინერგა. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომნ ეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები