საზოგადოება

გაუპატიურების მცდელობა თბილისში - შსს-მ ტაქსის მძღოლი დააკავა

06.06.17 16:25


თბილისში, ტაქსის მძღოლმა ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადა. შემთხვევა, რამდენიმე დღის წინ, ნუცუბიძის პლატოზე მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცი გ.ჯ. პოლიციამ უკვე დააკავა. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დანიშნულია ექსპერტიზები.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები