საზოგადოება

რაგბის 20 წლამდელთა ნაკრების წევრებმა უჯარმის ციხის ტერიტორია დაასუფთავეს

06.06.17 17:05


კახეთში, საგარეჯოსთან ახლოს პატარა სოფლის – უჯარმის ციხე, რომელსაც მე-3 საუკუნის შემდეგ, მტრის რამდენჯერმე მოგერიება მოუხდა, დღეს ნახევრად დანგრეულია.

საპატრიარქოში მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას გეგმავენ. წელს, ციხის განახლების დაწყებამდე, მისი დალაგება და კეთილმოწყობა გახდა საჭირო.5 ივნისს, გარემოს დაცვის დღეს, ეს საქმე საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდელთა ნაკრებმა ითავა. ციხის დასუფთავებაში ნაკრებს თიბისი ბანკის თანამშრომლები ეხმარებოდნენ. მორაგბეებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებიც შეუერთდნენ. ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალა და ქვები სხვა ადგილზე იყო გადასატანი. ირგვლივ ტერიტორია დასუფთავებას საჭიროებდა. ეს ყველაფერი ერთობლივი ძალებით უჯარმის სტუმრებმა აიღეს საკუთარ თავზე და ციხის მიმდებარედ სივრცე მთლიანად დაასუფთავეს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები