საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 61 ბიზნესოპერატორს საქმიანობის უფლება შეუჩერა

06.06.17 19:10


“შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 304 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი ან საქმიანობა შეუჩერდა 61 ბიზნესოპერატორს”, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მაისში სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 907 ინსპექტირება, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 397 ბიზნესოპერატორი (ინსპექტირების დროს მოწმდება ბიზნესოპერატორის საქმიანობა სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე); ზედამხედველობა განხორციელდა 39 ბიზნესოპერატორთან. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის/სასმელი წყლის 244 ნიმუში/სინჯი. სურსათის სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტურად შემოწმდა 1039 ობიექტი (300 ბიზნესოპერატორი თბილისში), მათ შორისაა აგრარული ბაზრები, მარკეტები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცის, ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, თევზის, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები;

საბავშვო ბაღებისა და სკოლების სასადილოების სამზარეულოები (დოკუმენტური შემოწმება ითვალისწინებს ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმებას). „მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 3687 ინსპექტირება განახორციელეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დაჯარიმდა 781 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი ან საქმიანობა შეუჩერდა 127 ბიზნესოპერატორს. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია: ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშის აღება”,-ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები