საზოგადოება
06.06.17 20:05
თბილისს თანამედროვე სტანდარტების კიდევ ერთი სამკურნალო დაწესებულება შეემატა, – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის მრავალპროფილური, უახლესი აპარატურით აღჭურვილი კლინიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გახსნა.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებით გაწყობილი ჰოსპიტალი. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კერძო სექტორთან ავითარებს დღეს ჯანდაცვის სფეროს, ვინაიდან ამ პარტნიორობამ მოგვცა ის მოდელი, სადაც ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული ჯანდაცვა სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ კლინიკა ღვაწლმოსილი და საამაყო ადამიანის – ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელს ატარებს. „მე წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ერთი მოწვევის პარლამენტის წევრი ამ უდიდეს ადამიანთან ერთად და არასოდეს დამავიწყდება მისი სიბრძნე, გონებამახვილობა, იუმორის გრძნობა და ის განსაკუთრებული სიყვარული ადამიანების მიმართ, რომელიც მას ახასიათებდა.
ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ კლინიკაში ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მინდა, ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე. უპირველეს ყოვლისა, ადამიანები და ადამიანური რესურსი განსაზღვრავს ყოველთვის კლინიკის წარმატებას“, – განაცხადა პრემიერმა. კლინიკის განახლებისთვის 15 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია კომპანია „ავერსი–ფარმამ“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განახორციელა. მთავრობის მეთაური ასევე გაესაუბრა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით კლინიკის ტერიტორიაზე აქციას მართავდნენ. პრემიერმა აქციის მონაწილეებს რამდენიმე ადამიანის გამოყოფა სთხოვა, რომლებსაც დღეს შეხვდება და მათთან პრობლემის გადაჭრის გზებს განიხილავს. „სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მოძებნოს. ეს ისეთი სფეროა, რომ დღეს არც სახელმწიფოს ცალკე და არც კერძო სექტორს არ შეუძლია ცალკე რამე გააკეთოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ არც ერთი პროფესიონალის ღვაწლი არ იყოს დაკარგული და ის რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია თანამედროვე ძალიან მაღალპროფესიონალი ექიმების სახით, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24