პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი გერმანიაში შეხვედრებს მართავს

09.06.16 20:25


დავით უსუფაშვილის ვიზიტი გერმანიაში ძირითადად საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს ეძღვნება.

ქართული დელეგაცია გერმანიაში 8 ივნისს გაემგზავრა. ისინი უკვე შეხვდნენ ბუნდესტაგის პრეზიდენტ ნორბერტ ლამერტს, ბერლინის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ რალფ ვილანდსა და გერმანიის კანცლერის მრჩეველს საგარეო საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენს.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, საგარეო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე და ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ბარამიძე.

ვიზიტი 10 ივნისს სრულდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები