საზოგადოება

თბილისის მერიის „თანამშრომელი" 20 ათასი აშშ დოლარის შოვნას ცდილობდა

07.06.17 16:55


თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს ერთი მოქალაქე, რომელიც მოქალაქეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ თბილისში მიწის დიდი ნაკვეთის დაკანონებას პირდებოდა, აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თავს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლად ასაღებდა. ის მოქალაქეს კრწანისთან მდებარე 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაკანონებაში დახმარებას დაჰპირდა.

ამის სანაცვლოდაც მან 20 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა, თან განუმარტა, რომ მიწის დასაკანონებლად მას აღნიშნული თანხის ნაწილი უნდა გადაეცა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე კომპეტენტური თანამდებობის პირებისათვის.

თბილისის მერიის ე. წ. თანამშრომელი იმ დროს დააკავეს, როდესაც მან თანხის ნახევარი – 10 ათასი აშშ დოლარი აიღო. თანხა ნივთმტკიცებად არის ამოღებული. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ–ის მუხლით "დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა", რაც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით ისჯება. საქმეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები