ანალიტიკა

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი «კრაზანა»: სომეხ ოკუპანტებს არა აქვთ ყარაბაღის შენარჩუნების იმედი

07.06.17 20:30


აზერბაიჯანული არმიის მიერ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „კრაზანა“, რომელიც განთავსებული იყო სომეხი ოკუპანტების მიერ ყარაბაღის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ბოლოდროინდელი წარმატებულმა განადგურებამ ერთადერთი რაკეტით, უამრავი სტრატეგი აიძულა ერევანში ენერვიუოლა და პანიკაშიც კი ჩავარდნილიყო.

შეგახსენებთ, რომ სასომხეთის არმიის კუთვნილი ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარი ფიზული-ხოჯავენდის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის „კრაზანა“ შეყვანილი იქნა ახალ პოზიციაზე, ეს იყო მცდელობა ოკუპანტებისა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეზე კონტროლის ხელში ჩაგდებისა.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს „კრაზანა“, რომელიც გათვლილია ხუთ კაცზე, შეუძლია საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა 45 კილომეტრის რადიუსში და ჩამოაგდოს ისინი 9 კილომეტრის მანძილიდან.

ჯერ კიდევ 2017 წლის 27 აპრილს სასომხეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქვედანაყოფებმა გაუშვეს მართვადი რაკეტა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან „კრაზანა“ ფრონტის ხოჯავენდ-ფიზულენდის მიმართულებით. რაკეტა არ მოხვედირ არც ერთ მიზანს და დაეშვა აზერბაიჯანის ტერიტორიის ცარიელ უბანზე.

აზერბაიჯანის საფრენი აპარატებისათვის წარმოქნილი რეალური საფრთხის მოსაცილებლად, 2017 წლის 15 მაისს განადგურებული იქნა სასომხეთის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო დანადგარი „კრაზანა“, სატრანსპორტო-დამმუხტველი მანქანა და მატი მომსახურე პერსონალი. სასომხეთისთვის მოულოდნელი იყო საზენიტო დანადგარის განადგურება.

სარაკეტო კომპლექსი იმყოფებოდა ფრონტის ხაზიდან საკმაო მოშორებით. დანადგარი განადგურებული იყო სომხური მხარის აშკარა პროვოკაციის გამო და ამან ნატლად აჩვენა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ მოწინააღმდეგის ნებისმიერი სამხედრო ობიექტის განადგურების შესაძლებლობა, მისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამოჩენის შემთხვევაში. გამოდის, რომ თანამედროვე ომის მოთხოვნებს სასომხეთის შეიარაღებული ძალების ვერ აკმაყოფილებენ. მსოფლიო თანასაზოგადოების მისამართით აპელირება „მთიანი ყარაბაღის სომეხთა გენოციდის საფრთხით“ არ მოქმედებს. ვინაიდან აზერბაიჯანული არმია წერტილოვანი დარტყმებით ანადგურებს საომარი აგრესიის ინფრასტრუქტურას, თუმცა არ ეხება მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც იმყოფება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ამასტანავე, სასომხეთში სულ უფრო ხშირად გასიმის აგრესიული მოწოდება დროული ე.წ.„პრევენტიული“ დარტყმებისაკენ აზერბაიჯანის არმიის მისამართით, ტერიტორიების დაპყრობისა და საოკუპაციო ზონის გაფართოების მიზნით, რომელსაც სომეხი ნაციონალისტები „უსაფრთხოების ზონას“ უწოდებენ.

ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ უახლოეს დროში ყარაბაღსა თუ სხვა რაიონებში უნდა ველოდოთ ახალ პროვოკაციას სარგისიანისეული რეჟიმისაგან „დიდი ომის“ გაღვივებისა და მასში რუსეთის ჩართვას, როგორც სასომხეთის მომხრე მხარისა, „კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზების“ წევრისა. საქმე სწორედ იმაშია, რომ მოსკოვში „მოკავშრეთა“ ამგვარი გათვლების შინაარსი მშვენივრად ესმით და დაჟინებით ურჩევენ მათ, თვაი შეიკავონ სისულეების ჩადენისაგან.

დრო სომეხი აგრესორების წინააღმდეგ მოქმედებს. მათი არმია განიცდის დეგრადაციას და უკვე არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუბნებასთან დაკავშირებით. ცოტაც და მორიგი პროვოკაციის პასუხად (რომლებსაც სომეხი ჯარისკაცები ძალიან ხშირად აწყობენ) აზერბაიჯანს ზეზუსტი თანამედროვე იარაღით შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს ყველა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება და მოწინააღმდეგის საკვანძო საცეცხლე წერტილები სასომხეთის მიერ ოკუპირებულ ი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის სომხებისათვსი ოკუპაციის გაგრძელების შესაძლებლობას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ 2016 წლის აპრილის ბრზოლებში, რომელიც მოწინააღმდეგეთათვის მარცხით დამთავრდა, აერბაიჯანმა აჩვენა მხოლოდ ნაწილი მისი შესაძლებლობებისა, ისიც იძულებით, პასუხად სასომხეთის მხრიდან წამოსული პროვოკაციისა. ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა იმასაც-აზერბაიჯანს რომ გამოეყენებინა მის ხელთ არსებული შორი მოქმედების რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატები, მოწინააღმდეგისაგან ქვა ქვაზე არ დარჩებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ადრე თუ გვიან, სასომხეთი იძულებული იქნება დაეთანხმოს აზერბაიჯანის არაბაღის დეოკუპაციას, რისთვისაც გეგმა უკვე შემუშავებული და შეთანხმებულია საერთაშორისო შუამდგომლებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში სომხური საოკუპაციო ჯარი ძალით იქნება გაყვანილი აზერბაიჯანის ტერიტორიიდან.



KavkazPlus

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები