ანალიტიკა

„ერთსქესიანი“ ნატო მხარს უჭერს საქართველოს მიერ აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე უარის თქმას?!

12.06.17 17:30


2017 წლის 22 მაისს, თბილისში საპალამენტო ასამბლეის მორიგი საგაზაფხულო სესიის ჩატარების წინ, საქართველოშინატოს საინფორმაციო სააგენტომ „საქინფორმი“ გამოაქვეყნა მასალა ფრიად ხმაურიანი სათაურით „დასავლეთი თბილისს აიძულებს, რაც შეიძლება მალე აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რათა საქართველო ნატოში მიიღონ“. ამგვარი მოსაზრების დასტურად „საქინფორმი“-ს მოჰყავს შემდეგი ფაქტები:

წარმომადგენლობითი დელეგაცია - ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ამიერკავკასიაში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ევროკავშირიდან ჰერბერტ ზალბერი, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ეუთოდან გიუნტერ ბეხლერი, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე გაეროდან ანტიტურუნენი და კიდევ ორი ევროპელი დიპლომატი გასულ კვირას ვიზიტით იმყოფებოდნენ ცხინვალსა და სოხუმში, ამასთან, სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ისინი საქართველოს კი არა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მოხვდნენ, რაც “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით დანაშაულია დაისჯება 3 000 აშშ დოლარამდე ოდენობის ჯარიმთან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

აფხაზეთში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, მათივე სიტყვებით, “თავიანთ კოლეგებს” შეხვდნენ - აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დაურკოვეს და აფხაზეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებსაც მადლობა გადაუხადეს შესაძლებლობისთვის, საკონტროლო-სასაზღვრო პუნქტ “ენგურზე” მდგომარეობას გაცნობოდნენ: “დიდი მადლობა გუშინდელი დღისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, გალის რაიონის ნაწილში ვითარებას გავცნობოდით. ვნახეთ საზღვრის გადაკვეთის დახურული პუნქტები, გვქონდა საუბრის შესაძლებლობა. ეს სასარგებლო მგზავრობა იყო”, - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა და “აფხაზი კოლეგები” დაარწმუნა, რომ “ყველა ღონეს იხმარს”, რათა 2017 წლის 20-21 ივნისს, ამიერკავკასიაში უსაფრთხოების დასტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-40 რაუნდზე “ქართული მხარე”, ბოლოს და ბოლოს, დათანხმდეს განცხადების გაკეთებას და “ძალის გამოუყენებლობის შესახებ” დოკუმენტის ხელმოწერას.

ცხინვალში კი ჰერბერტ ზალბერმა სამხრეთ ოსეთის ახლად არჩეულ ლიდერს ანატოლი ბიბილოვს წარმატებით ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა: “პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ არჩევნების შედეგი, რომელიც აქ ამას წინათ ჩატარდა და მოგილოცოთ ამ თანამდებობაზე მუშაობის დაწყება, ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, რომელიც ახლა გიკავიათ”, - განაცხადა ზალბერმა და კმაყოფილებით აღნიშნა - “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების მიმართ რესპუბლიკის ინტერესი დაადასტურა”.

ერთი კვირით ადრე რუსი ტურისტი იური ლუჟკოვი, რომელიც საქართველოში თავისი და ქართული წარმოშობის რუსი მილიარდერების ფულის დაბანდების მიზნით ჩამოვიდა, პერსონა ნონგრატად მხოლოდ სიტყვების გამო გამოაცხადეს - იმის გამო, რომ “კეპკამ” აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გვირჩია, “რომელთა გარეშე საქართველოს ცხოვრება მაშინვე გაუადვილდება”, თუმცა მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთიდან შემოვიდა და არანაირი კანონი არ დაურღვევია.

მაგრამ ჰერბერტ ზალბერს და ზემოაღნიშნული დელეგაციის სხვა წევრებს პასუხისგებაში არ მისცემენ, არ დააჯარიმებენ, ციხეში არ ჩასვამენ, ლუჟკოვი ვით პერსონა ნონგრატად არ გამოაცხადებენ და მომავალში საქართველოში შემოსვლას არ აუკრძალავენ, ჟენევის დისკუსიებს არ ჩამოაშორებენ, თავისი სიტყვების დეზავუირებას არ მოსთხოვენ და ბოდიშსაც კი არ მოახდევინებენ, იმიტომ, რომ ყველა მათი ქმედება წინასწარ იყო ცნობილი საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებისთვის - პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრისთვის (რომლებიც დღეს სწორედ ამიტომ დუმან საყოველთაო პროტესტის ფონზე!), ასევე, შეთანხმებული იყო ევროკავშირის, ეუთოს, გაეროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელობასთან.

“საქინფორმის” ინფორმაციით, ევროპის წამყვანი ქვეყნების, კერძოდ - გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებებმა გაააქტიურეს დიდი ხნის წინ დაწყებული საიდუმლო პროექტი - საქართველოს იძულება, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მის განგანცალკევებულ სახელმწიფოებად აღიაროს. გასაიდუმლოების მიუხედავად, ამის შესახებ ინფორმაციამ, როგორც ჩანს, სოხუმიდან და ცხინვალიდან მოსკოვამდე გაჟონა, ამიტომაც გახდა ის ცნობილი ლუჟკოვისთვის, რომელიც, გამოდის, საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე შემთხვევით კი არ მიანიშნებდა, არამედ ამისთვის მყარი საფუძველი ჰქონდა!

საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა ადრეც ხორციელდებოდა, მაგრამ პრეზიდენტებმა შევარდნაძემ და სააკაშვილმა ასეთ რამეს ხელი არ მოაწერეს თავიანთი მყიფე მდგომარეობის გამო - ქართველი ხალხი ვერ გაგვიგებსო, და ეს ჭეშმარიტებასთან ახლოს იყო. მაგრამ ბოლო ხანებში მუშაობა აჩქარებული ტემპით განახლდა, რასაც საფუძვლიანი მიზეზები აქვს, მაგალითად:

- აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მეგობრული პოზიცია რუსეთის მიმართ. დონალდ ტრამპმა უარი თქვას ხვა ქვეყნების ტერიტორიაზე “ფერადი რევოლუციების” პოლიტიკაზე და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში აშშ-ის ჩარევაზე;

- ქართველი ხალხის მიერ ყოველდღიურად სულ უფრო ხმამაღლა გამოხატული ნება რუსულ-ქართული ურთიერთობის სრული მოცულობით აღდგენასთან და დღევანდელი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ “უალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსზე” უარის თქმასთან დაკავშირებით, რასაც ამერიკული ინსტიტუტების IRI-სადა NDI-ს გაყალბებული სოციალური გამოკითხვებიც კი იძულებით აფიქსირებს;

- საქართველოს მიერ მჭიდრო პარტნიორული და სავაჭრო ურთიერთობის დამყარება რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ პარტნიორებთან - ირანთან და ჩინეთთან, რაც რუსეთის მონაწილეობით საერთო პროექტებში საქართველოს ავტომატურად ყოფნის გარანტიაა.

დასავლეთში შეეშინდათ, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ, რომლებმაც პირი რუსეთისკენ იბრუნეს, ევროპას კი ზურგი უჩვენეს, მათ, შესაძლოა, საქართველოც დაკარგონ - უკანასკნელი სტრატეგიული ფორპოსტი რეგიონში, შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფციის ერთადერთი უდავო პარტნიორი, სატრანზიტო ტერიტორია “აბრეშუმის დიდი გზის” მარშრუტზე, რომელზეც გადის სტრატეგიული მილსადენები და სატრანსპორტო მაგისტრალები, რომლებიც აღმოსავლეთს დასავლეთთან აკავშირებს, ჩრდილოეთს - სამხრეთთან, აზიას - ევროპასთან, „კავკასიის გასაღები“ გასასვლელებით კასპიის ზღვაზე, ახლო აღმოსავლეთზე და რუსეთის საზღვრებზე სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში.

ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, საქართველო სასწრაფოდ შეათრიონ ნატოში, რაც შეუძლებელია ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მისაღები სახელმწიფოს საზღვრების დელიმიტაციის გარეშე. ამიტომ დასავლეთისთვის უკვე ხელსაყრელი აღარ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება - ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, საქართველოს ტერიტორიად ჩათვლა, რადგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთზე საქართველო-რუსეთის საზღვრის დემარკაცია ცნობილი მიზეზების გამო შეუძლებელია.

და კიდევ იმიტომ, რომ ნატოს წესდების მე-5 პარაგრაფი კრძალავს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მოუგვარებელი შიდა ტერიტორიული პრობლემების მქონე სახელმწიფოს მიღებას. აი, კიდევ რატომ არის აუცილებელი, აიძულონ საქართველო, უარი თქვას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რომლებსაც ნატოში შესვლა არ უნდათ, და თბილისში მჯდომი ხელისუფლება ნატოში საქართველოს სწრაფად და ადვილად მიღებით აცდუნონ! „გამარჯვებულებს კი არ განსჯიან“ - მერე წავა ინსინუაციები: “ჩვენი მთავრობის წყალობით საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, დღე-დღეზე კი ნატოს წევრი გახდება! დიახ, ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია სოხუმსა და ცხინვალში ჩასვლა, სამაგიეროდ, პარიზსა და ბერლინში დავდივართ! ახლა საქართველოს არმია ნატოს მეგობრულ ოჯახში მოძლიერდება და პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში, როცა პუტინი პრეზიდენტი აღარ იქნება, ნატოს დახმარებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ!”.

მაშასე, ფორმულა “საქართველო მინუს აფხაზეთი და სამაჩაბლო უდრის საქართველო პლუსნატო“ ამოქმედებულია! აი, თურმე, რატომ კეთდებოდა სოხუმსა და ცხინვალში შეხვედრებზე გამუდმებით განცხადებები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის აუცილებლობაზე: “საჭიროა, შეიქმნას იურიდიული დოკუმენტი, რომლითაც მხარეები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებას იკისრებენ”, - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა, თუმცა ღიად არ დაუზუსტებია - რომელ მხარეებზეა ლაპარაკი? ევროპელი დიპლომატების წარმომადგენლობითმა დელეგაციამ მშვენივრად იცოდა, რომ საქართველო არაღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, და რომ 08.08.08 ომის შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსგან მათ თან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ, როგორც საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიან სუბიექტებთან. მაგრამ საქართველო მზად არის, ასეთ ხელშეკრულებას ხელი მხოლოდ რუსეთთან მოაწეროს, რომელიც უარს ამბობს, იმიტომ რომ თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების ხელმოწერა კი საქართველოს მიერ მათი საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიან სუბიექტებად აღიარების ტოლფასია - ანუ ცალკე სახელმწიფოებად, რომელთა დამოუკიდებლობა უკვე აღიარეს რუსეთის ფედერაციამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, ვენესუელამ, ვანუატუმ და დონეცკის თვით გამოცხადებულმა სახალხო რესპუბლიკამ.

„საქინფორმი“-ს მიერ ამ მასალის გამოქვეყნებისთანავე ქართულ სოციალურ ქსელებში ატყდა პრო-დასავლური ურა-პატრიოტების ყიჟინაიმის შესახებ, რომ თითქოს, „საქინფორმი“-ს მოსაზრება გახლავს სხვა არაფერი, თუ არა კრემლის პროვოკაცია და რომ ნატოს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენა სურს.

სიმართლე რომ ვთქვათ, პროდასავლურად განწყობილ ქართველთა გაგება შეიძლება. მათ იმდენ ხანს არწმუნებდნენ იმაში, რომ ნატო სიკეთის განსახიერებაა„, რომ საერთოდ გადაეჩვივნენ საღად შეფასებას იმ აშკარა თვალსაჩინო ნიშნებისა ნატოს, განსაკუთრებით ალიანსის წამყვანი ქვეყნების მხრიდან, რომელსაცსაკუთარი ინტერესები და მიზნები აქვს და ისინია შესაძლოა სულაც არ დაემთხვეს ისეთი ქვეყნების ინტერესებს, როგორიც საქართველოა, განსაკუთრებით კი ქართველი ხალხის იტერესებს.

ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებოდეს. თუმცა ნატოს ქამყვანი ქვეყნების მცირე სახელმწიფოებისადმი დამოკიდებულების ჭეშმარიტი დამოკიდებულების არსის გაგება ნამდვილად არ იქნებოდა ზედმეტი.

ყოველივე ზემოთქმულის ნათელი მაგალითი – სულ ცოტა ხნის წინა ნატოს წევრი გახდა პაწაწინა მონტენერგო. თითქოს, ნატოს დიდი, წამყვანი ქვეყნების ლიდერები წვრილმანებშიც კი პატივისცემას უნდა გამოხატავდნენ ამ ქვეყნის ხელისუფლების მიმართ დადაიცვან ფორმალური «თანასწორობა» მაინცალიანსის ყველა წევრთან მიმართებაში, მათი ზომებისა და განვითარების დონის მიუხედავად.

თუმვცა სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ვიდეომასალა ბრიუსელში გამართული ნატოს ლიდერების შესახებ, სადაც ნათლად ჩანს რომ აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც მონტენერგოს პრეზიდენტის დუშკო მარკოვიჩის უკან მოდიოდა, უხეშად და სწრაფად გასწია იგი განზე, რათა წინ გასულიყო. ამის შემდეგ იგი ცენტრში დადგა, პიჯაკი გაისწორა და საუბარი გააბა გვერდით მდგარ ლიტვის პრეზიდენტთან, დალია გრიბაუსკაიტესთან ისე , თითქოს მარკოვიჩს საერთოდ ვერც ამჩნევდა.

მოკლედ, «იცოდე, ვეჟო, შენი ადგილიო!»

და რაღაც გვკარნახობს, რომ საქართველოს ნატოში მიღების შემდეგ, ჩვენი ლიდერების მიმართაც არ იქნება გამოხატული მაინცადამაინც დიდი პატივისცემა, ისევე როგორც ჰერნოგორიის პრეზიდენტის მიმართ.

უფრო მეტიც, ამ შემთხვევას მონტენერგოს პრემიერ-მინისტრი დუშკო მარკოვიჩ ღიმილით იხსენებდა და ამბობდა, რომ „ვერც კი შეამჩნია“ როგორ უჯიკავა აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ერთობლივი ფოტოსესიის დაწყებამდებრიუსელში ნატოს ლიდერთა შეხვედრისას ბრიუსელში.

მონტენეგროსპრემიერმინისტრმადუშკომარკოვიჩმაბრიუსელისსამიტზემომხდარინციდენტს „უწყინარი“ უწოდადაგანაცხადა, რომამერიკისპრეზიდენტი, უდავოდპირველრიგშიუნდაიდგეს.

ანუ მონტენერგოს ხელისუფალი უხეშად გასწიეს გვერდზე, ფაქტობრივად ამით დაამცირეს მისი ქვეყანა – ის კი უსაზღვროდ მადლიერია ნატოში გაწევრიანებისათვის. რა ბლოკია ასეტი, სადაც ლიდერებმა ამგვარი დამცირება უნდა ითმინონ, ასე ვთქვათ, „უზენაესი წყალობის“ - ნატოს წევრობის - ფასად. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამგვარი „საპატიო“ წევრობის გამო ღირს არა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის, რომელსაც სურვილისამბრ გასწევენ და გამოსწევენ უფროსი პარტნიორები„, ღირსების ვიღაცის ფეხქვეშ გაფენა, არამედ საკუთრი ქვეყნის ტერიტორიებისაც?

ერთი წვრილმანი ნიუანსიც – იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღირებულებებს უჭერს მხარს ამ ბოლო დროს ნატო. ეს მშვენივრად ჩანს იმ სურათზე, სადაც ნატოს ლიდერთა მეუღლეებს-ქალბატონებს შორის, ასე თქვათ „ჩაეკვეტა“ მამრობითი სქესის „ქალბატონი“.

ბრიუსელში 25 მაისს გამართულ ნატოს სამიტზე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურთა ცოლებმა, ტრადიციისამებრ, ერთობლივი ფოტოები გადაიღეს. მათ შორის თეთრი ყვავივით იყო ლუქსემბურგის გეი პრემიერის, ქსავიე ბეტილის, ქმარი (თუ ცოლი? _ ნ.კ.), ლუქსემბურგის “პირველი ჯენტლმენი” გოტიე დესტენეც. გერმანიის კანცლერ ანგელამერკელის მეუღლე კი არსად ჩანდა. ფოტოები გადაღებულია ბრიუსელის ერთ-ერთ რაიონ ლაკენში, ბელგიის სამეფო ოჯახის სასახლეში.

ლუქსემბურგის პრემიერ მინისტრი ბეტილი და დესტენე 2015 წელს დაქორწინდნენ, მას შემდეგ, რაც ლუქსემბურგის ხელისუფლებამ დააკანონა ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინება და მათ მიერ ბავშვის შვილადა ყვანა.

ქართული საზოგადოება – რელიგიურად და ტრადიციულად განწყობილი – სულაც არ იქნება „მოხიბლული“ ამგვარი „ერთსქესიანი“ ქორწინებებით არა მხოლოდ საკუთარ ლიდერებს შრის, (ამგვარი რამ საქართელოში წარმოუდგენელია) და ამგვარი «ერთსქესიანი» მოკავშრეებით, რომელთაც არც თუ ისე დიდი სურვილი აქვთ დაიცვან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, არამედ სულ უფრო და უფრო მეტი აგრესიით აიძულებენ საქართელოს-გაიზიაროს მატი „ღირებეულებები“.

თუკი ნატოს ევროპელი წევრები სულ უფრო და უფრო დაჟინებით მოითხოვენ საქართელოს მსგავსი მათი მოკავშირეებისაგანგაიზიარონ ყოველგვარი ერთსქესიანი სისაძაგლე, რომელიც ასე ეჯავრება ქართველის ხალხის სრულიად უმრავლესობას, ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს, რომ მატ ასევე წარმატებით შეუძლიათ გათელონ ქართველი ხალხის დაუოკებელი სწრაფვა-იხილონ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ერთიანი საქართელოს სახელმწიფო საზღვრებში.

რაც შეეხება სასომხეთს, მათ ერთგვარი „ევროპული“ დამოკიდებულება აქვთ ყოველგვარი „ერთსქესიანი ამბების“ მიმართ. არც ის არის შემთხვევითი, რომ ასე განადიდებენ სერგეი პარაჯანოვს, რომელიც არა მხოლოდ ცნობილი რეჟისორი იყო, არამედ განთქმყული გახლდათ თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციითაც.

«საქინფორმი»-სსტატია ირიბად ამტკიცებს, რომ საქართველოს იძულებას-უარი განაცხადოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე-ნატო ლობირებს სასომხეთის სასარგებლოდ.

წარმოგიდგენთ ამონარიდს ზემოთ ხსენებული მასალიდან:

„თუკი დასავლეთის ზეწოლით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ან საქართველოს დღევანდელი მთავრობა, რომელსაც დასავლეთში შემთხვევით არ უწოდებენ “გარდამავალს”, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ და ამით მათ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებენ, მაშინ მათ არა მარტო გადადგომა, არამედ ემიგრაციაში გაქცევა მოუწევთ! საქართველოს კი აღარ ექნება ფორმალური მიზეზი, არ აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, არშეხვდესრფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და არ აღადგინოს ამიერკავკასიის სარკინიგზო ხაზის სოხუმი-თბილისი-ერევანის მონაკვეთი, ყოველთა სომეხთა დიდად სასიხარულოდ.

რაც შეეხება ნატოში საქართველოს მიღებას, რომელმაც “ბოლოს და ბოლოს, მოაგვარა” თავისი საზღვრების საკითხი და ტერიტორიული პრობლემები, აქ, შესაძლოა, მიღებული იქნეს “ორიგინალური” გადაწყვეტილება - საქართველოს ნაწილობრივი მიერთების გზით მეზობელ ქვეყანასთან - ნატოს წევრთან - “მოძმე” თურქეთთან, თუკი ამას ყარსის ხელშეკრულების მიხედვით გარანტორი ქვეყანა - რუსეთი დათანხმდება.“

ანუ, სრულიადაც არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი ლობის მეშვეობით ნატოს ქვეყნებში (საფრანგეთის ჩათლით) სომხები ცდილობენ გაიტანონ საკითხისაქართველოს მხრიდან მის უძველეს მიწებზე უარის თქმის შესახებ. „ესეც თქვენი „საოცნებო“ ნატო, ქართველებო!სადაც ტრამპი თქვენს პრემიერს პანღურსაც კი ამოჰკრავს, სამაგიეროდ, დასამშვიდებლად, ნებას დართავს „ერთსქესიანთა ქორწინებაზე“. ამგვარი საჭოჭმანო პერსპექტივების ფონზე არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ საქართელოს ნატოში „ნებისმიერ ფასად“გაწევრიანების საკითხს საღად მოაზროვნე მოსახლეობა სულ უფრო და უფრო სკეპტიკურად უყურებს.



KavkazPlus

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები