პოლიტიკა

წამების დანაშაულებთან დაკავშირებულ პირებს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა აეკრძალებათ

10.06.16 15:20


წამების დანაშაულების შესახებ მომზადებულ პარლამენტის დადგენილების პროექტს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, ასეთ დანაშაულებთან დაკავშირებულ პირებს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა აეკრძალება.

დადგენილების პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრების პოზიცია გაიზიარა.

”დადგენილებაში შეგვიძლია შევიტანოთ, რომ აეკრძალოს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება, ასევე პოლიტიკური თანამდებობის დაკავება იმ ადამიანების, ვინც სასამართლოს მიერ დამნაშავედ არიან ან იქნებიან ცნობილი წამების დანაშაულებისათვის - ეს არის წამება, წამების მუქარა, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა. ეს ძალიან მნიშველოვანი გზავნილი იქნება ჩვენგან”, - განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხზე მომზადებული დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააცნო. ბესელიამ კოლეგებს კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ანგარიშიც წარუდგინა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები