პოლიტიკა

სოხუმის მარიონეტული რეჟიმი რუსეთთან მიერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას არ აპირებს

10.06.16 16:20


სოხუმის მარიონეტული რეჟიმი, ცხინვალისგან განსხვავებით, რუსეთთან მიერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას არ აპირებს.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ განაცხადა, აფხაზებს „დამოუკიდებლობა“ სურთ.

„ცხინვალის მოტივები გასაგებია, რადგან ოსების ერთი ნაწილი რუსეთში, მეორე ნაწილი კი სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს.

ამიტომაც აქვთ გაერთიანების სურვილი. ჩვენ კი სხვანაირი სიტუაცია გვაქვს. გვსურს, ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო და დიდი რუსეთის სანდო მოკავშირე. ჩვენ დამოუკიდებლობა დავიმსახურეთ“, - განაცხადა მიქვაბიამ რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბარში.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმი რუსეთთან მიერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას 2017 წელს გეგმავს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები