პოლიტიკა

მამუკა არეშიძე – რუსეთის მთავარი ამოცანაა, საქართველო და უკრაინა ნატოში ვერ მოხვდნენ

10.06.16 16:45


ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში ვერ მოხვდნენ.

როგორც „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან განაცხადა, ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, რომელიც დასავლეთისკენ არის მიმართული, რუსეთისგან კონტრაქტივობას იწვევს.

„რუსეთის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში ვერ მოხვდნენ და არ მოხდეს ყოფილი საბჭოთა კავშირის დანარჩენი ქვეყნების დაახლოება დასავლეთთან. საქართველოს მიმართ ბორდერიზაციის მექანიზმი მოქმედებს, სხვა ქვეყნების მიმართ კი სხვა მექანიზმები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს მისი გზა დასავლეთისკენ, თუმცა არ არის აუცილებელი , რომ ამას განსაკუთრებული დემონსტრირების სახე ჰქონდეს. ნატოსთან მიმართებაში ვამბობ, რომ მთავარი აქ პროცესია და არა შედეგი. იმ პოლიტიკას, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს, ერთის მხრივ ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით, მეორეს მხრივ, კი რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მცდელობის კუთხით, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ეს შედეგიანი პოლიტიკაც არის, რომელიც მანევრის საშუალებას იძლევა, მაგრამ მეორეს მხრივ ბევრად უფრო ატიური ქმედებაა საჭირო დიპლომატიურ სივრცეში. ვგულისხმობ არა მხოლოდ ღია დიპლომატიას, აქ კულუარული დიპლომატიის აქტიური მუშაობაც საჭიროა“,- განაცხადა არეშიძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 595


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები