პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ნიკა გვარამიას არ მივიჩნევ სერიოზულ პერსონაჟად

10.06.16 16:55


„რამდენიმე ხანია, ნიკა გვარამიას არ მივიჩნევ სერიოზულ პერსონაჟად, მაგრამ თუკი ჩემი იუსტიციის მინისტრობით არის უბედური, ეს მე მხოლოდ გამიხარდება“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეიმედში, „ქრონიკის“ ეთერში.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ კანონის ძალით ააშენა ის პროგრესული პროცესი, რომელიც გაგრძელდება, რაც ნიკა გვარამიას გუნდის მმართველობის შემთხვევაში ვერ გახდა შესაძლებელი.

„ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში შევქმენით 180-ზე მეტი კანონი და რეალურად კანონის ძალით ვაშენეთ ის პროგრესული პროცესი, რომელიც გაგრძელდება, რაც გვარამიას გუნდის ცხრა წლის მმართველობის შემთხვევაში, ვერ გახდა შესაძლებელი. ეს არ არის 90-იანი წლების ხელისუფლება, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, კანონებით პოლიტიკურ სტაბილურობას ამ ქვეყანაში. ეს ხელისუფლება, ეს მთავრობა, რაც არ უნდა იყოს მათი დიდი სურვილი, არ ჩამოიშლება. უფრო მეტიც, ჩვენ ჩავატარებთ სამაგალითოდ გამჭვირვალე არჩევნებს, რომელშიც ნიკა გვარამიას პარტიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიასაც ექნებათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა და ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა დარჩეს ან არ დარჩეს ხელისუფლებაში”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები