პოლიტიკა

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი - აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შეფერხებაში ქართული მხარეა დამნაშავე

10.06.16 17:15


ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაშია დაინტერესებული, - ამის შესახებ ოკუპირებული დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ განაცხადა.

მან რკინიგზის გახსნის შეფერხებაში ქართული მხარე დაადანაშაულა.

„ამ პროექტით დაინტერესებული ვართ. ჩემი მოსაზრებით, ეკონომიკური თვლასაზრისით ის მომგებიანია. მაგრამ ამას ეწინააღმდეგება საქართველო, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენთან შეთანხმებას არ დადებს. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ საქართველოს შემადგენლობაში უნდა ვიყოთ, ანუ ეს საკითხი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს“, - განაცხადა არტურ მიქვაბიამ სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მოსკოვში არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ რუსეთის ხელისუფლება აღნიშნული რკინიგზის აღდგენის მომხრეა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 784


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები